1. პროექტის სახელი : ,,სათნოება–სათნოთათვის"
2. პროექტის მიზანი: საქველმოქმედო აქციის მოწყობა
3. პროექტის აღწერა: გორის #7 საჯარო სკოლის ორგანიზატორის ინიციატივით და მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით მოხდება საქველმოქმედო აქციის მოწყობა ,,სათნოება – სათნოთათვის“. შეგროვდება მოსწავლეების მიერ პროდუქტები რომლებიც გადაეცემა თბილისის მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფარს, სადაც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სკოლის ორგანიზატორი თავად გადასცემენ დახმარებას . აღნიშნული პრობლემის დასაძლევად ნათლად იქნას დანახული თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულის მათგანის, თუნდაც მცირედი დახმარება.
4. მონაწილეთა ასაკი: 12–18.
5. ვადები: 3 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები : წყვილებად,ჯგუფურად.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა მიერ ნათლად დანახული იქნას ის დიდი მადლი და სიხარული, რაც მათმა სტუმრობამ გამოიწვია მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფარში. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ მიზნად იქნა დასახული შემდეგი პროექტის განხორციელება: ,,დავეხმაროთ ინვალიდ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარს“
8. სარგებელი სხვებისთვის: მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფრის 23 მაცხოვრებლის დახმარება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: -
11. საგნებთან კავშირი: -
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ნონიკაშვილი.
13. ელ.ფოსტა: nonika.nino@gmail.com
Tuesday, May 11, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)